აჭარის მთავრობა 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისი გათვალისწინებით, ჩვენ გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დაფინანსდეს პრაქტიკულად ყველა განაცხადი, რომელიც იქნა შესული აჭარის განათლების სამინისტროში და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 650-ზე მეტ მოსწავლეს, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახებიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ქობულეთიდან დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











