ამ დროისათვის აჭარის ტერიტორიაზე განლაგებულ 373- ვე უბანზე უკვე კენჭისყრის პროცედურები დასრულებულია და მომდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. აჭარის რეგიონში არჩევნებზე ამ დროისათვის გამოცხადდა 186 182 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59,12%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ოლქების მიხედვით, ასე გამოიყურება:
ბათუმის ოლქი: 81 222 ამომრჩეველი – 55,14%
ქობულეთის ოლქი – 43 186 – 60,9%
ხელვაჩაურის ოლქი – 25 402 ამომრჩეველი – 60,9%
შუახევის ოლქი – 10 057 ამომრჩეველი – 66,53%
ქედის ოლქი – 11 304 ამომრჩეველი – 71,9%
ხულოს ოლქი – 15 011 ამომრჩეველი – 61,96%
„ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში ტრადიციულად დაფიქსირდა ქედაში. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. შემოსულია ორმოცამდე საჩივარი. შინაარსიდან გამომდინარე, მათი დიდი ნაწილი ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი. რაც შეეხება საჩივრების იმ ნაწილს, რომელთა აღმოფხვრა ადგილზე ვერ მოხერხდა, ორი დღის განმავლობაში განიხილავენ შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიები.
რაც შეეხება ოცდაოთხივე სპეცუბანს, სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის, ყველა უბანზე დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. ერთადერთი ამ მონაცემებში არ გვაქვს გამონაკლისის წესით შექმნილი ბათუმის მესამე პენიტენციალური დაწესებულების უბნის მონაცემები, რომელიც დაემატება საერთო მონაცემებს“, – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღანიამ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











