fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარაში ოპოზიციურმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

13:58 დეკემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ „თავისუფლების კვარტალში“ აჭარაში მოქმედმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და მიმართა საქართველოში მოქმედ ყველა საელჩოსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძემ აცხადებს, პარალელურად მოლაპარაკებებისა, ქუჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია გააგებინონ აჭარაში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ თუ მთლიანად საქართველოში 32 პროცენტში არ გამოდიოდა ბალანსი ოქმებში, აჭარაში ეს 54 პროცენტს აღწევს, ხოლო ბათუმში 80 პროცენტს.

მისივე განცხადებით, ასევე მთავარი თხოვნა და გზავნილია, რომ მათ არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნება აღსრულდეს და იგი გამოიხატოს ხელახალ არჩევნებში.

„მოგესალმებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც 35-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო-სახალხო პროტესტის გამომხატველი მშვიდობიანი აქცია, ადგილიდან, სადაც ადამიანები 24 საათის განმავლობაში ვდგავართ უამინდობასა და სიცივეში, ადგილიდან, რომელსაც ხალხმა თავად დაარქვა “თავისუფლების კვარტალი”. ეს სიტყვა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის, ვაცნობიერებთ იმას, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის შედეგია თანამედროვე ევროპული (დასავლური) ფასეულობები და ზოგადად კონსტიტუციური სამართალი! სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წლის პლებისციტით მოსახლეობის 77%-მა ნატოში შესვლას დაუჭირა მხარი, ქვეყანაში, რომელშიც ევროინტეგრაციის ისტორიული პროცესი საზოგადოების სრული თანხმობითაა დეკლარირებული, დღეს 21-ე საუკუნის მეორე ოცწლეულის მიჯნაზე ხალხს გვიწევს საუბარი იმაზე,რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა! პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები და გაცნობებთ, რომ თუ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 32 % -ში ვერ შედგა ბალანსი, აჭარაში ეს რიცხვი 54 %-ს, ხოლო ბათუმში – 80 %-ს უტოლდება! გაყალბების ასეთმა მასშტაბებმა გადაგვაწყვეტინა აჭარაში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაგვეწყო პროტესტი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით! ამ მოთხოვნის რეალურ წყაროს ხალხი წარმოადგენს, რომელთა შეკვეთაცაა გაყალბების შედეგად მიღებულ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში არშესვლა!

ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავსძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისე გამოაცხადა შემაჯამებელი შედეგები და ამით ნაცვლად განმუხტვისა, კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი.ასევე, საგულისხმოა, რომ ამ პროცესში სასამართლო წარმოდგენილია მხარედ, რაც ხელისუფლების დანაწილებისა და მის შტოთა დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება! საპროტესტო აქციების მსვლელობისას პოლიცია უხეშად არღვევს “გამოხატვის თავისუფლების” პრინციპს, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს და სასამართლო კონვეირული წესით აფორმებს მსგავს უკანონობებს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გითხრათ, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ ღირებულებების, რომლისკენაც მოისწრაფვოდა საქართველო ისტორიულად. განა თავისუფლებისათვის მუდმივი ბრძოლა არ არის დასავლური ცივილიზაციის საფუძველი? ამიტომ, თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ,რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშნვით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით. ხალხის უმრავლესობის პოზიცია პრინციპული და უცვლელია!

ჩვენ, აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს თითოეული წევრი, ვიცავთ და გამოვხატავთ მათ კანონიერ მოთხოვნას და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად!“,  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს მართავს.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია