fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარაში პირუტყვის ცოფით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა

18:24 თებერვალი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ტერიტორიაზე კარანტინია დაწესებული.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირუტყვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ინფიცირებული ტურაა.

„როგორც ვიცი, ნაკბენი ჰქონდა პირუტყვს. ვფიქრობთ, ცოფიანმა ტურამ უკბინა, ცოფით დაინფიცირდა პირუტყვი და გარდაიცვალა. რადგან პირველი შემთხვევა როდესაც დაფიქსირდა, როგორც ვიცი, პატრონმა, საღამოს სახლში რომ უნდა წამოეყვანა საქონელი, დაინახა მანდარინის ბაღში როგორ უკბინა ტურამ ცხვირ-პირის არეში. გარკვეულ დროში ამ პირუტყვს გამოუვლინდა ცოფის ნიშნები და დაიღუპა კიდეც. სულ სამი შემთხვევა იყო ასეთი. ზარალი დიდია რა თქმა უნდა. ახლა სადგომიდან გარეთ ვერ ვუშვებთ პირუტყვს, გვეშინია კიდევ არ დაავადდნენ“,- აცხადებს ერთი-ერთი ადგილობრივი.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა აღნიშული შემთხვევა, აიღეს კვლევისთვის მასალა და დადგინდა კლასიკური ცოფის შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, მეორე შემთხვევა 27 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო მესამე 11 იანვარს. სამივე შემთხვევის დროს ცოფით გარდაცვალება დადასტურდა.

„პირველივე შემთხვევის დროს ოპერატიულად გავატარეთ შესაბამისი ზომები. სოფელში გამოცხადდა ორ თვიანი კარანტინი. რა თქმა უნდა, მეორე შემთხვევისას კარანტინის ვადა გადაიწია კიდევ ორი თვით, ასევე მესამე შემთხვევის დროსაც. ამ ეტაპზე კი 11 მარტამდე კარანტინია გამოცხადებული. სოფელ ჯიხანჯურში და 2-3 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში, ლეღვა, ქაქუთი, ცეცხლაური, აცრილი იქნა ყველა ცხოველი (მსხვილფეხა თუ კატა, ძაღლი) და ჩატარდა დეზინფექცია.

მოქალაქეებს, ვისი პირუტყვიც გარდაიცვალა, მიეცათ მითითება, ჩაიტარონ აცრები. ჩემს მოვალეობაში შედის მივუთითო მოსახლეობას, დანარჩენი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. კარანტინის დასრულებამდე გარკვეული შეზღუდვებია აღნიშნულ სოფლებში, რაც გამოიხატება შემდეგში, აკრძალულია ცხოველების ქუჩაში გაშვება, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია, ასევე ცხოველების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველების შემოყვანა და გაყვანა და სხვა. მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი და ვაკონტროლებთ სიტუაციას“,- აცხადებს ნატო ქარდავა.

დაზარალებული მოსახლეობა ქობულეთის მერიას ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება აღწერა და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ ოჯახებს დახმარება.

„მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გატარდა შესაბამისი რეაგირება. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური გამოცხადდა საკარანტინე ზონად. ასევე მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებულობას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია“,- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე 

თეგები: პირუტყვიცოფი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თბილისში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

მაისი 19, 2021
875
რეგიონები

ქობულეთის კიდევ ორ სოფელში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

თებერვალი 8, 2021
893
რეგიონები

არანაირი აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს – ქობულეთის მერია

თებერვალი 3, 2021
816

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია