ამასთან, აჭარის მთავრობის შენობასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და სცენა დაამონტაჟეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები არ შეწყდება, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.
„მმართველ პარტიას ხალხი და მისი პრობლემები არ აინტერესებს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ის შედეგი, რაც დაიდო, დასტურია იმისა, რომ ტოტალურად გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები. ემუქრებოდნენ ამომრჩევლებს, აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ.
ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ამ ხელისუფლებას არ დავასრულებთ. აგონიაში მყოფი ხელისუფლება გვინახავს, გაქცეული ხელისუფლებაც გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. ახლა აქეთ გვაბრალებენ, ოპოზიციამ გააყალბა არჩევნებიო. ხმები მოგვპარეს, არჩევანის უფლება წაგვართვეს. ამის მოთმენას არ ვაპირებთ”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე აჭარაში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია იმართება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











