აჭარის მთავრობის სახლთან მომდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რისი მიზეზიც სწრაფი კვების კონტეინერის განთავსება იყო.
„ვითხოვთ სწრაფი კვების კონტეინერის განთავსებას, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ გვაძლევენ. თავისუფლების კვარტალში კანონის ჩარჩოებში ვიმოქმედებთ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











