აჭარის უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტში განაცხადა, გლობალური გამოწვევის დაძლევასან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა, რომელიც როგორც ქვეყნისთის, ასევე აჭარისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
“ამიტომ ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების მიზნითაც გვმართებს ოპერატიულად და ეფექტურად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.
სწორედ ეს პრიორიტებია წარმოდგენილი სამოქმედო გეგმაში, რომელსაც განახორციელებს აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში..
არჩევნებში მონაწილეობიდან გამომდინარე მთავრობის შემდაგენლობა განახლდა და განსაკუთრებით კრიზისის დროს მნიშვნელოვანია რომ გუნდი იყოს სტაბილური და გააგრძელოს კონკრეტული გეგმის განხორციელება, რომელსაც აქამდე ვაკეთებდით,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.











