აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაასრულა.
ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 45%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
„უსკოს“ მიერ განახლებული მონაცემებით, ხმების პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 45.86%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ – 33.95%
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2.85%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3.29%
„ლელო“-მამუკა ხაზარაძე – 3.05%
„გირჩი“ – 1.67% ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ 1.04%
დათვლილია ყველა, 373 უბანი.











