პარლამენტის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, განიხილეს 18/3-ზე საარჩევნო მოდელი და პირველი მოსმენით დაამტკიცეს. ცვილებებს 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილების თანახმად, გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება სრულიად პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერის გათვალისწინებით 2020-24 წლიდან.
რაც შეეხება 2029 წლის უმაღლესი საბჭოს აეჩევნებს, ის შერეული სისტემით გაიმართება და ექვსი მაჟორიტარის ნაცვლად აჭარის მოსახლეობა სამ მაჟირიტარს აირჩევს, ხოლო 18 წევრი პროპორციული წესით აირჩევა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











