აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. იგი მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მმართველმა გუნდმა არჩევანი უკვე მეორედ გაბაიძეზე შეაჩერა.
ფარულ კენჭისყრაში 14 დეპუტატი მონაწილეობდა, ყველა მათგანი მმართველ გუნდს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის შვიდი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.











