სპეციალური რეისით დღეს საქართველოს მოქალაქეები ათენიდან დაბრუნდებიან.
რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ რეისებს, 1 აგვისტოს ფრენა თბილისი – ამსტერდამი – თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2 აგვისტოს კი, თბილისი – ვენა – თბილისის რეისი.
2 აგვისტოდან კი, განახლდება მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები.
პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან გაგრძელდება.











