fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აწყობთ თუ არა ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – პასუხები ედუარდ სააკაშვილის საკანდალურ განცხადებაზე

12:32 ნოემბერი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება, შესაძლოა, ოპოზიციაში მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდეს. საუბარია სააკაშვილის ვაჟის იმ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ნაწილს „მიხეილ სააკაშვილი მკვდარი უფრო ურჩევნია, ვიდრე ცოცხალი“.

ამ განცხადებამ თავად მიხეილ სააკაშვილიც  ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მას საჯაროდ მოუწია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მისი ვაჟის განცხადების უარყოფა.

აწყობთ თუ არა ოპოზიციაში სააკაშვილის ლიკვიდაცია და რამდენად ობიექტურია ედუარდ სააკაშვილის პოზიცია,  „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვებით ოპოზიციონებს მიმართა.  

როგორც პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, შესაძლოა, ედუარდ სააკშვილის განცხადება რეალური იყოს.

„ეს ედუარდ სააკაშვილის შეგრძნებებია, შეიძლება, მან სწორადაც იგრძნო ეს ყველაფერი და ასეთი განცხადება, ამიტომ გააკეთა. ზოგადად, მე ბევრი რამ არ მომწონს და საბედნიეროდ, ბევრი ძალიან კარგი პოლიტიკოსი გვყავს ოპოზიციაში.

მიშამ ძალიან საინტერესოდ თქვა, ეს ედუარდის პოზიციაა. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან ჭკვიანია და მისი განცხადება ძალიან დასაფიქრებელია“,- გვითხრა ჩარკვიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ედუარდ სააკაშვილის განცხადება რეალობასთან ახლოსაც არ არის.

„ედუარდ სააკაშვილთან არაფერი არ მაკავშირებს, მისი განცხადება ვნახე, მაგრამ კომენტარს არ გავაკეთებ. ის არის ჩვეულებრივი სრულწლოვანი ადამიანი, ის არც პოლიტიკოსია, რომ მისი განცხადება  შევაფასო. დარწმუნებული ვარ, რომ არ არის რეალობასთან ახლოს მისი განცხადება“, – განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა  „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა:

„შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც იმაზე საუბარი, რომ აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ. ფაქტობრივად, ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, ეს მართლა რომ მოკვდეს, მაგარ რაღაცებს გავაკეთებთო. არავითარ კონსპირაციას არ ვამბობ, უბრალოდ, თუნდაც ტელევიზიიდანაც ისე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შესაძლოა, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე – ცოცხალი“, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მან შვილის ინტერვიუს შესახებ განმარტება ნიკა გვარამიას დააბარა.

„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და ამას აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რამე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: ანა წითლიძედუარდ სააკაშვილითაკო ჩარკვანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ზუგდიდში სუსი პოლიციას ავალებს პირადობები აკრიფონ მოსახლეობისგან, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ არიან ოპოზიციის მხარდამჭერები – ანა წითლიძე

ოქტომბერი 22, 2021
777
პოლიტიკა

მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია – თაკო ჩარკვიანი 

ივნისი 28, 2021
783
პოლიტიკა

19 აპრილს, რიყეზე ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

აპრილი 17, 2021
888

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია