fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“გაშიფრულია მორიგი სცენარი, “ნაცმოძრაობა” რამდენიმე პროვოკაციულ გეგმას ამზადებს” – ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი

12:15 ნოემბერი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.2k
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, მორიგ პროვოკაციულ გეგმებს ამზადებს, მათ შორის, განიხილება გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პროვოკაციების მოწყობაც.

ასევე, პარტიაში მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვით,  სააკაშვილმა უნდა გამოაცხადოს, რომ გორის ჰოსპიტალში არასათანადოდ მკურნალობენ და რომ საშინლად ეპყრობიან, რაც სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს, ამ ინფორმაციაზე „პრაიმტაიმნიუსთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი საუბრობს.

ასევე ნახეთ:  ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც 23 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა

ახვლედიანი საზოგადოებას  მიმართავს და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს.

„გაშიფრულია მორიგი სცენარი, ახლა “ნაციონალური მოძრაობის“ აქვს ერთი გეგმა – ქვეყანაში როგორმე მაქსიმალურად შეძლონ სიტუაციის დაძაბვა და მოახდინონ პროცესების ესკალაცია.

იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიონ, ეს პარტია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, მოსალოდნელია, მიხეილ სააკაშვილმა უცებ გამოაცხადოს, რომ მას გორის ჰოსპიტალში საშინლად ეპყრობიან და რომ სათანადო მკურნალობას არ უტარებენ.

ასევე, მოსალოდნელია, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უცებ თქვან, რომ პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გვიკლავენ და რომ მიხეილ სააკაშვილის გატაცების საშიშროება არსებობს.  ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ როგორმე სააკაშვილი ციხის გისოსებიდან იხსნან, თუმცა, რამდენად გამოუვათ სააკაშვილის გათავისუფლება, ეს სხვა საკითხია.

ასევე ნახეთ: „კურიერმა” ირაკლი მალანიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულების ვინაობა გაარკვია

ნამდვილად არ არის ისიც გამორიცხული და სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, რომ  გორის ჰოსპიტალთან, სადაც სააკაშვილია გადაყვანილი, არეულობა მოხდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის ნდობაც დღე-ღამის არც ერთ მონაკვეთში არ შეიძლება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ  ეს დესტრუქციული ძალა ყველანაირად შეეცდება, რომ რაიმე ისტერიული, სრულიად არაადეკვატური მიზეზით, ქვეყანაში მოახდინოს არეულობა და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.  აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: გიორგი ახვლედიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ამ კინოს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის, კარგი დასასრული არ ექნება – გიორგი ახვლედიანი 

ნოემბერი 18, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია