განათლების მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო.
როგორც ცნობილია, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46%-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სექტემბრიდან ის სკოლები დაიწყებენ ფუქნციონირებას, სადაც ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა 80%- იქნება.











