აცრის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან.- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს.











