„არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, ზოგიერთი ექიმი ვაქცინის შემდეგ ადამიანებს ეუბნება, რომ არ დაიბანონ.
„ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი იმასაც ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძე განმარტავს მიზანშეწონილია თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება
ევროკავშირი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს ხსნის











