ალკოჰოლი იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის, ამიტომ აცრის დროს დიდი რაოდენობის მიღება მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ზოგადად არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს აცრის დროს.
ალკოჰოლი იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის, ამიტომ აცრის დროს დიდი რაოდენობის მიღება მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ, არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











