fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ავღანეთიდან 6 ქართველი სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა

09:33 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
767
ნახვა

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სპეცრეისი უნგრეთიდან თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ შესრულდა.

სამშობლოში დაბრუნებულ ექვს მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, საქართველოში უნგრული ბორტით გამოემგზავრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი პრობლემა საქართველოს მოქალაქეების ქაბულში გადაადგილება და მათი აეროპორტის ტერიტორიამდე მიყვანაა, ავღანეთში შექმნილი არასტაბილური და ქაოტური ვითარებიდან გამომდინარე. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე,  რომელთა სწრაფი ევაკუაციისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს. როგორც ხვთისიაშვილი აღნიშნავს, ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გრძნობენ.

„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში. ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ, მე როგორც უკვე აღვნიშნე, პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი იქიდან, რომელსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები. პარალელურად, თქვენ იცი, რომ ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს. ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქაოსური მდგომარეობააა, მძიმე ვითარებაა და თუ მოხდება მალე გაგზავნა, გამოემგზავრებიან, თუ არადა, რა საშუალებაც უფრო ადრე იქნება, რაც შეიძლება მალე რომ წამოვიყვანოთ, იმ საშუალებას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით უნგრეთის ბორტზე, რომლის საშუალებითაც საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, კიდევ იმყოფებოდნენ ევროპის მოქალაქეები, რომლებიც უკვე სხვა თვითმფრინავში იმყოფებიან და თავიან სამშობლოში ბრუნდებიან.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას და ამ საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„საქართველოს მოქალაქე არის ავღანეთში 22. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთმა ადამიანმა გაავრცელა ვიდეო, რომ მასთან იმყოფება კიდევ ერთ-ერთი ქართველი. მასთანაც მოხდა კომუნიკაცია, შევთავაზეთ ასევე ამ რეისით გამოფრენა, მაგრამ მან გვითხრა, რომ უკვე დაგეგმილია მისი წამოყვანა და ის თვითონ გამოფრინდება იმ კომპანიის საშუალებით, ვისთვისაც მუშაობს. ამ რეისით არც ერთი ადამიანის ლტოლვილად ჩამოყვანა არ მომხდარა. ამ რეისს ჩამოყვნენ კიდევ სხვა ადამიანები, რომლელიც ამ წუთას უკვე სხდებიან სხვა თვითმფრინავში და მიფრინავენ თავიანთ ქვეყნებში, ესენი არიან ევროპელები. საქართველო არ აპირებს მიიღოს ლტოლვილები ავღანეთიდან, არ არის ამაზე საუბარი“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უსაფრთხოდ მოხდა. ილია დარჩიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ავღანეთში მყოფი საქართველოს კიდევ 16 მოქალაქის დაბრუნებისთვის აქტიურ მუშაობას პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ. ,მოგეხსენებათ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების დროული ევაკუაცია. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების ნაწილი კვლავ იმყოფება ავღანეთში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი რეისის ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან სამშობლოში. ადგილზე ძალიან გართულებულია გადაადგილება. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ყველა დეტალში, რათა ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება აეროპორტამდე უსაფრთხო ყოფილიყო და ეს მოხერხდა პირველ შემთხვევაში და გრძელდება პროცესი, რათა ჩვენი დარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხოდ მივიდნენ აეროპორტში და შევძლოთ მათი უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თეგები: ავღანეთიქაბული

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

„თალიბანი”: ავღანელ ქალებს მამაკაცებთან ერთად მუშაობის საშუალება არ უნდა მიეცეთ

სექტემბერი 14, 2021
879
მსოფლიო

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი: ქაბულის დატოვება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო

სექტემბერი 9, 2021
795
მსოფლიო

„თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

სექტემბერი 8, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია