იტალიის ხელისუფლების განცხადებით, ავიარეისებზე ხელბარგის თვითმფრინავში ატანა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ Thelocal- ი ავრცელებს.
იტალიის სამოქალაქო ავიაციის, Il Corriere della Sera-ის განცხადებით, თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება იკრძალება.
თუმცა, მგზავრებს პატარა ხელჩანთებისა და ნივთების, რომელთა განთავსებაც სკამების ქვეშ შესაძლებელი იქნება, შეეძლებათ.
როგორც ავიაცია განმარტავს, აღნიშნული წესები კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს, რათა ბარგის ჩამოღების დროს მგზავრებს შორის სოციალური დისტანცია არ დაირღვეს. ასევე, ხელბარგის განთავსება ყველა მოგზაურს საბარგო განყოფილებაში შეეძლება – მგზავრებს ამისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.
ცნობისთვის, იტალიამ საზღვრები 3 ივნისს გახსნა. ქვეყანა კორონავირუსის პანდემიისას ყველაზე მეტად დაზარალდა. იტალიამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება 14 მარტს მიიღო.











