ავსტრალიაში კოვიდ რეგულაციებს საპროტესტო აქციები მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სიდნეიში 57 დემონსტრანტია დაკავებული.
ცნობისთვის, კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ავსტრალიის მთავრობამ შეზღუდვების კვლავ გამკაცრება გადაწყვიტა.
დღის წესრიგში დადგა საზღვრების ჩაკეტვისა და კარანტინის პროგრამების ამოქმედების საკითხი.











