კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი შეზღუდვები ავსტრიაში, გუშინ ვენაში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ამოქმედდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. რესტორნებსა და კაფეებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ.
ქვეყანაში დახურულია სპორტული დარბაზები. გაუქმდა კულუტურლი ღონისძიებები. სურსათის მაღაზიები ღიაა.











