წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკი მთლიანად განახლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ავტობუსები უკვე შესყიდულია, უბრალოდ ველოდებით მოწოდებას. როდესაც ეს მოწოდება დასრულდება, პარკი იქნება მთლიანად განახლებული. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, დამატებით გვინდა კიდევ შემოვიყვანოთ დაახლოებით 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. იმიტომ რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აუცილებელია დამატებით ამ რესურსები მოზიდვა ავტობუსების სახით“, – განაცხადა კალაძემ.











