ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ავლაბარში. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











