გლდანში ავტომობილი მოპედს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული მოპედის მძღოლი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











