ხიდისთავი-აზნეთის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანაში ორი პირი იჯდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.











