ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ მედია ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ლაჩინის რაიონი 28 წლის შემდეგ აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ლაჩინის რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











