სომხური მედიის ინფორმაციით, ინტენსიური საარტილერიო დაბომბვების შემდეგ, აზერბაიჯანის ძალებმა 16 ოქტომბერს, გამთენიისას, არშაქრის ჩრდილოეთის მიმართულებით მასშტაბური შეტევა დაიწყეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ შეტევა მოიგერია და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა.
„თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, დილით ადრე აზერბაიჯანმა დაიწყო მასიური შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ სცადეს ჩვენი პოზიციების ხელში ჩაგდება რამდენიმე შეტევითი ტალღით, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს“,- თქვა მან.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობაში სადავო იყო. იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











