თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდასთან. გულწრფელად ვულოცავ ამ წარმატებას“, – წერს ჩავუშოღლუ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
Can #Azerbaycan sahada ve masada önemli bir kazanım elde etti. Bu kutlu başarıyı yürekten tebrik ediyorum. Can Azerbaycanlı kardeşlermizle tek, millet, tek yürek olmaya devam edeceğiz. ????
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) November 10, 2020
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











