აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ქვეყენაში Pfizer-ის ვაქცინით 16-18 ასაკის ახალგაზრდებს აცრიან.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 16-18 წლის თინეიჯერების ასაცრელად საჭირო იქნება ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც ასევე მითითებული იქნება ვაქცინაციის მიზეზი.











