თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით, რადგან კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს.
„მხოლოდ ოჯახის ინტერესში არ არის, რომ თემებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, პასუხი გაეცეს. საზოგადოებას კითხვებზე პასუხები აინტერესებს. ამასთან დაკავშირებით, გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით, რადგან კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და ჯერ რაიმე შედეგებზე არ გავსულვართ.
ბევრი კითხვაა და კომპეტენტური გამოძიების მიერ მათზე პასუხი იქნება გაცემული. დანარჩენი, ყველა პოლიტიკური ინსინუაცია გამოძიებასაც ხელს უშლის და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც სტრესული ატმოსფეროს შექმნა და წინასაარჩევნო პერიოდში როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა ჰქვია“, – აცხადებს ვოლსკი.
ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპში არ აღმოჩნდა – მიხეილ რამიშვილი











