ბაჩანა შენგელია დედის სიკვდილის მიზეზის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.
მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი გახარია უნდა გამოკითხოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცენ.
“ამ უკანონობის ავტორი იყო და არის გიორგი გახარია, რომელმა გასცა ბრძანება, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში დირექტორისთვის მოეწყოთ ტერორი, შემდეგ კი მთელი სახელისუფლებო მანქანა ცდილობდა, რომ ჩაეფარცხა ეს საქმე. მივმართავ გენერალურ პროკურატურას და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, განაახლონ საქმის გამოძიება, გამოკითხონ გიორგი გახარია და მისცენ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში,”- აცხადებს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია.









