fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ევროპული საქართველო“ ირაკლი ჩიქოვანს პედაგოგების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენებაში ამხელს

19:27 ოქტომბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
815
ნახვა

„ეროპული საქართველოს“ წევრი, ბესიკ დონაძე და ბაჩანა შენგელია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურის გამოყენებას ეხმაურებიან.

დონაძის თქმით, ჩიქოვანი პედაგოგებს იყენებს საარჩევნო აგიტაციაში.

მისი თქმით, პედაგოგის, როგორც სტატუსის გამოყენება საარჩევნო აგიტაციაში არის კანონდარღვევა და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ საქმე. ბაჩანა შენგელიას თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ამ მავნე პრაქტიკას, რასაც პედაგოგების გამოყენება ჰქვია  საარჩევნო აგიტაციაში და რასაც შეეწირა ია კერზაიას სიცოცხლე.

„10 დღის წინ, ევროპულმა საქართველომ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იყენებს ადმინსტარიულ რესურს, კერძოდ, პედაგოგებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და დღეს ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოგვიგზავნა წერილი და სამწუხაროდ კომისიამ ვერ დაინახა კანონდარღვევა აღნიშნულ საჩივარში. ჩვენ ხელთ გვაქვს ირაკლი ჩიქოვანის ახსნა-განმარტება, რომ მან კლიპის გადაღებაში ნამდვილად ჩართო პედაგოგები, თუმცა მიუთითა, რომ ეს კლიპი გადაღებულია არასამუშაო დროს. აქ ირაკლი ჩიქოვანი ძალიან ცდება. ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს კლიპის ტექნიკური გადაღება როდის მოხდა, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, პედაგოგები, რომლებიც გადაიღეს წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს კლიპი გამოყენებულია საარჩევნო პერიოდში და ტრიალებს მის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში 24 საათის განმავლობაში. სამუშაო დროსაც, როდესაც პედაგოგი ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, კლიპი ტრიალებს მის გვერდზე და მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცეს ირაკლი ჩიქოვანს.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ როდესაც კლიპს ვუყურებთ, კლიპში სახელის და გვარის გასწვრივ წერია პედაგოგი და თვითონ ირაკლი ჩიქოვანი მის სტატუსში იყენებს ტექსტს, რომ ეს ადამიანი არის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი. აქ ხდება ირაკლი ჩიქოვანის მიერ გამოყენება ამ პედაგოგის სტატუსის, რაც არის კანონდარღვევა და ევროპული საქართველო აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტაციაში და შემდეგ უკვე სასამართლოებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან.“ -განაცხადა დონაძემ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ეშვება ამ მავნე პრაქტიკას, რასაც ჰქვია პედაგოგების საარჩევნო რესურსად გამოყენება და ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე ღიად და საჯაროდ არღვევენ კანონს, როგორც ზოგადი განათლების, ისე საარჩევნო კოდექს და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ქალაქში მოხდა ის ამბავი, რომელმაც 2 წლის წინ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სწორად რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენების გამო.

მე მოვუწოდებ მათ, რომ ნუ არღვევენ კანონს, ნუ რთავენ პედაგოგებსა და დირექტორებს საარჩევნო  კამპანიაში, ეს არის კანონით აკრძალული, არის კანონდარღვევა და შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ ამისთვის სანქციები. გარდა ამისა, დღეს უკვე აქტიური კამპანია დაიწყო დირექტორების განთავისუფლების სხვადასხვა სკოლებიდან და აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა და გამოცხადეეს მორატორიუმი არჩევნების დამთავრებამდე სკოლის დირექტორების და პედაგოგების განთავისუფლებაზე. ეს არის მიუღებელი და ძალიან მძიმე დარღვევა,“ – განაცხადა შენგელიამ.

თეგები: ბაჩანა შენგელია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ბაჩანა შენგელია: გამოკითხონ გიორგი გახარია და მისცენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში

მაისი 24, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია