ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც პრეზიდენტ მიშელთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. მის განხორციელების პროცესზე, იმაზე თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ და ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც პრეზიდენტ მიშელთან ვისაუბრებთ და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი მესამედაა ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.









