მე გამიჩნდა განცდა, რომ გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა შანსი იმის, რომ ჩვენ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს.
მისი თქმით, შესაძლებელია დიალოგის განახლება, რამდენადაც შეგვეცვალა მოცემულობა, დაპირისპირებას მოჰყვა გახარიას გადადგომა, რომელმაც თავის მხრივ „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა სიგნალი, რომ საჭიროა შეთანხმება ოპოზიციასთან
„მე გამიჩნდა განცდა, რომ გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა შანსი იმის, რომ ჩვენ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან რაც შეიძლება მალე. ეს განცდა მე მყარად მაქვს, იმიტომ რომ გახარიამ დღეს დილით ცალსახად მიანიშნა იმაზე, რომ მისივე გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს რადიკალური ფრთა, რომელიც ესკალაციის მომხრეა და არსებობს ზომიერი ფრთა, რომელსაც წარმოადგენდა გახარია,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გახარიასთან ერთად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და გააცნობიერებენ, რომ ამ პროცესის გაწელვა და სიჯიუტე მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას და თავად „ქართულ ოცნებასაც“.











