ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელი რჩება.მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.
„მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. გადავეცით ჩვენი მოთხოვნები და გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე. დღეზე და დროზე დამატებით შევთანხმდებით.“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას არსებული ინფორმაციით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებოდნენ. საუბარი საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.











