თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბაგებში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული საბაგირო მოქალაქეებს 20 აპრილიდან მოემსახურება.
„ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა და იგი ახლა გადმოეცემა თბილისის მერიას. პარალელურად, ერთი თვის მანძილზე მოხდება ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები და ამის შემდგომ საბაგირო ჩაირთვება. 20 აპრილიდან ამუშავდება და მოსახლეობას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.











