ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მშობლები ბავშვების კუთვნილ პროდუქტებს სახლში წაღებას შეძლებენ. ამის შესახებ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს ბაღების სააგენტოსთან ერთად დავავალე, მოეწესრიგებინა კვების საკითხი ბავშვებისთვის, პროდუქტების სახით დაფასოებული, გამზადებული დახვედროდათ მშობლებს. უკვე კომუნიკაცია შედგა. დაახლოებით 3000 ბავშვზეა საუბარი, სადაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ კვირის განმავლობაში, მიაკითხონ კონკრეტულ ბაღებს, გაწერილი გვაქვს დროების მიხედვით, რიგები, რომ არ იყოს თუ რომელი მშობელი რომელ საათზე უნდა მივიდეს და ბავშვების რაციონი, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ მათ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა სახლში წაიღონ და დაუმზადონ საკვები პროდუქტების სახით.
ჩვენ ანალოგიური პროექტი მარტში დავიწყეთ და მასის ბოლომდე საკმაოდ წარმატებით განვახორციელეთ. ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მაქიმალურად ვუზრუნველყოფთ, პატარებს საკვები პროდუქტებით, რომ მიეცეთ მშობლებს შესაძლებლობა, ის რაციონი რაც ბაღში უნდა მიეღოთ, მირთმევენ სახლში, სადაც მშობლები მოუმზადებენ“, – განაცხადა კახა კალაძე. იხილეთ ვიდეო











