აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. ინფორმაციას AP ავრცელებს.
კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.
ცნობისთვის, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.











