აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი უარს ამბობს მათი სახელით გამოსვლაზე, მე გავაგრძელებ ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მიზნების მხარდაჭერას. ვერც ერთი ლიდერი, რომელიც აწამებს თავის ხალხს, ლეგიტიმური ვერ იქნება. მე გავაგრძელებ სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ბელარუსი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერას, რათა მშვიდობიანი ფორმით მოხდეს ძალაუფლების გადაცემა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს“, – აცხადებს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში გამოსვლების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა. ულტიმატუმში ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა.











