„დონალდ ტრამპი პირველი რასისტი პრეზიდენტია“,- ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას politico ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, როცა ტრამპი კორონავირუსს „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს და მსგავსი სახის განცხადებებს აკეთებს, რასიზმს თესავს.
„არც ერთ რესპუბლიკელ და დემოკრატ პრეზიდენტს არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ტრამპი პირველი არჩეული პრეზიდენტია, ვინც ეს გააკეთა“, – აცხადებს ბაიდენი.











