„მე გავაფრთხილე კრემლი და სხვა უცხო ქვეყნების მთავრობები. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩვენს არჩევნებში ჩარევას მტრულ ნაბიჯად განვიხილავ“,- ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
„მე გავაფრთხილე კრემლი და სხვა უცხო ქვეყნების მთავრობები. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩვენს არჩევნებში ჩარევას მტრულ ნაბიჯად განვიხილავ. მე გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსლებას, რათა დამრღვევმა ქვეყანამ გრძელვადიანი შედეგი იგრძნოს“,- განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ის მზადაა, დაუწესოს სანქციები ფინანსურ სექტორს, ასევე გაყინოს აქტივები, ჩაატაროს კიბეროპერაციები და გამოავლინოს კორუფციული გარიგებები.











