აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას არ უნახავს მტკიცებულებები, რომ აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა კონტროლს ექვემდებარება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს არის სერიოზული რისკი და ეს გრძელდება. მე ვერ ვხედავ მტკიცებულებებს, რომ ის კონტროლს ექვემდებარება. მსგავსი არაფერი მინახავს და არ მსმენია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰაკერულ შეტევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დააკისროს, რაც მას ამ დრომდე არ გაუკეთებია, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმაც მომხდარში მოსკოვი დაადანაშაულეს.











