„ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა, გაუმჯობესების ნაცვლად საქმეების გაუარესება“,- ამის შესახებაშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას usatoday ავრცელებს.
ბაიდენი ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციების დარბევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „აღმაშფოთებლად ცუდი ტაქტიკა აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს.











