აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ კოვიდის ვაქცინის 200 მილიონ დოზას მიიღებს.
ბაიდენის განცხადებით, ვაქცინის 200 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილია.
„ველით, რომ ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას ზაფხულში მივიღებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის დამატებითი რაოდენობა 300 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციისთვის საკმარისი იქნება.











