აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან დაკავშირებას თებერვლიდან ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მნიშვნელოვანი კონტაქტი 12 თვის განმავლობაში არ დამყარებულა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მთავარ პრობლებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტის პროგრამები წარმოადგენს.
ბაიდენის თქმით, ის ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის პოლიტიკას გადახედავს. სავარუდოდ, ბაიდენის გეგმა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის შესახებ აპრილში გახდება ცნობილი.











