„პრეზიდენტობის პირველივე დღეს შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“,- ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ამერიკელები უფრო მეტად უსაფრთხოდ არიან, როდესაც ამერიკა გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაშია ჩართული. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და აღვადგენ ჩვენს ლიდერობას მსოფლიო დონეზე“, – წერს ბაიდენი.
Americans are safer when America is engaged in strengthening global health. On my first day as President, I will rejoin the @WHO and restore our leadership on the world stage. https://t.co/8uazVIgPZB
— Joe Biden (@JoeBiden) July 7, 2020
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კონგრესს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა.











