აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წევრებს TikTok-ის აპლიკაციის პირად და სამუშაო ტელეფონებში გამოყენება აუკრძალეს. ინფორმაციას theverge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი შიშობენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია, შესაძლოა, პეკინის ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს.











