აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მენეჯმენტის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, 2009-2012 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის გარდა, ჯონ ბასს თურქეთისა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ელჩის პოზიცია ეკავა.









