fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბაიდენს არ ელის მშვიდი პრეზიდენტობა… რესპუბლიკელებს ტრამპზე ძლიერი ლიდერი არ ჰყავს – საერთაშორისო ანალიტიკოსი კახა დგებუაძე

20:40 ნოემბერი 5, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამერიკელები ძალიან მალე ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. ეს იქნება მოქმედი პრეზიდენტი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ან „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი.

„პრაიმტაიმნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსს, კახა დგებუაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში იმ მნიშვნელობებზე საუბრობს, რაც ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს მოუტანოს.

– როგორია ემოციური განწყობები არჩევნების საბოლოო შედეგებამდე?

– ჩვენ ჯერ კიდევ იმ პროცესში ვართ, როდესაც ველოდებით ამერიკის არჩევნების შედეგებს, სადაც გადაწყდება პრეზიდენტი იქნება ჯო ბაიდენი თუ დარჩება მეორე ვადით დონალდ ტრამპი.

განწყობა პოლარიზებულია ამერიკაში უკვე დიდი ხანია და ეს პოლარიზებული განწყობა არ დაწყებულა გუშინ ან დღეს, ეს დაიწყო 2016 წელს, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა და უკვე მეორე დღეს ეს პოლარიზებული განწყობა ამერიკაში იყო. სწორედ 2016 წლიდან ყოველდღიურ რეჟიმში ტრამპი იყო თავდასხმების, ფეიქნიუსების და ათასი სხვა სიბინძურის ობიექტი. ეს განწყობა დღემდე მოდის და დღემდე დაყოფილია ამერიკა ორად.

– რატომ არის ტრამპის მხარდამჭერებისთვის ტრამპის გამარჯვება/დამარცხება არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მსოფლიო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი? 

– ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა მსოფლმხედველობა აქვს მას. ჩვენ დავინახეთ, რომ მისი საკადრო პოლიტიკა პირველ რიგში გადის იმ ხაზზე, რა შეიძლება მოირგოს ამერიკამ. პირველ რიგში ტრამპი საერთაშორისო ურთიერთობებში აყენებს ამერიკის და უკვე შემდეგ სხვა თავმდებ ინტერესებს. ჩვენ დავინახეთ, რომ ტრამპი არის წინააღმდეგი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, თუმცა ამავდროულად ამერიკელი გადამხდელების ფულს იღებენ დიდი რაოდენობით. ჩვენ დავინახეთ ამ პანდემიის დროს ტრამპის დამოკიდებულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი, როდესაც ის არამხოლოდ გამოვიდა ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, არამედ შეუჩერა კიდეც დაფინანსება, რადგან ჯანმო არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ასევე დავინახეთ მისი მსოფლმხედველობა საგარეო პოლიტიკის ნატოსთან მიმართებაში, როდესაც ის სამართლიანად ითხოვდა, რომ ეს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ფინანსური წვლილი ყოფილიყო ყველასთვის ერთნაირი. ესაა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვა, ის რომ გააძლიეროს პირველ რიგში ის ორგანიზაციები, რომელშიც აშშ-ს წამყვანი როლი აქვს და მეორე მხრივ ის რომ დაცული იყოს ამერიკის ინტერესი და არავინ არ გამოიყენოს ამერიკა, როგორც ქვეყანა, რომლისგან რაღაც შეიძლება მიიღოს და უკან არაფერი დაუბრუნოს.

– რა გავლენას მოახდენს ტრამპის, ან ბაიდენის გამარჯვება ამერიკის ეკონომიკაზე?

-მე ვიტყოდი ასე – რომ არა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, რომელიც დააწვა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობას ტრამპს ჰქონდა შესანიშნავი მაჩვენებლები ამერიკაში. შარშან, რომ გეკითხათ ამ დროს ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც ყოველდღიურად აკვირდება ამერიკას, გეტყოდათ, რომ ტრამპს ჰქონდა დიდი შანსები ამ არჩევნების მოგების. რა თქმა უნდა ამ კოვიდ-პანდემიის თემამ და ამ ხაზმა ხელი შეუწყო ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც არ ვიცით, ვინ შეიძლება გახდეს პრეზიდენტი.

– რა გავლენას მოახდენს ტრამპის, ან ბაიდენის გამარჯვება ამერიკასა და მსოფლიოზე იდეოლოგიური კუთხით – ბაიდენის შემთხვევაში, დაბრუნდება თუ არა ლიბერალური პოლიტიკის გავლენა არამხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოზე?

– ტრამპის ხედვა იყო უფრო მემარჯვენე კონსერვატიული, ეს ხედვა ნიშნავს იმას, რომ ისეთ საკითხებში როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, საზღვრები, ჯანდაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა უფრო ხისტი იყო და უფრო დაფუძნებული იყო პირველ რიგში ამერიკის ინტერესებზე და შემდეგ ყველა სხვა.

რაც შეეხება ბაიდენს, მან უკვე თქვა, რომ პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებაში აპირებს დაბრუნებას, ეს უკვე ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელსაც ბაიდენი მიიღებს განსხვავებით ტრამპისა, ანუ ის მომენტები, როდესაც ტრამპი ჯანმოდან გამოვიდა და სხვა ორგანიზაციებიდან, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში.

საერთაშორისო არენაზე ჩვენ დავინახავთ ძალიან ბევრ ცვლილებებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში და ძირითადი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჰქონდა მიღებული ტრამპს დიდი ალბათობით შეიცვლება.

– რამდენად მაღალია შანსი, რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, მეტად აქტუალური გახდეს რეგიონში საქართველოს საკითხი, ვიდრე ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის იყო?

– ალბათ გვახსოვს, როგორი იყო ობამას ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისში საქართველოს როლი და ალბათ გვახსოვს, რომ ეს როლი ძალიან დიდიც არ იყო. თუმცა 8 წელი გავიდა და ვერ ვიტყვით, რომ რეგიონში ბალანსი შეიცვალა. რა თქმა უნდა ცვლილებები ბაიდენსაც ექნება, თუმცა რამდენად წამყვანი როლი ექნება კავკასიის რეგიონს, რამდენად წამყვანი როლი ექნება საქართველოს ამაზე ნაადრევია საუბარი, რადგან არც კი ვიცით მისი პოლიტიკის გუნდი როგორი იქნება.

– ტრამპი თუ დამარცხდა, როგორ ხედავთ ამერიკას? 

– ამერიკა კვლავ დარჩება დაყოფილი და დარჩება კვლავ იმ ორ იდეოლოგიას შორის ვინც ახლა ერთმანეთს ებრძვის. ჩემი აზრით, ბაიდენს არ ელის მშვიდი პრეზიდენტობა. ბაიდენს ასევე მოუწევს რიგი გადაწყვეტილებების მიღება იქნება ეს ეკონომიკა, ჯანდაცვა, საგარეო პოლიტიკა თუ სხვა, რომელიც უკმაყოფილებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენი ასევე შევა ძალიან რთულ პერიოდში, ვინაიდან კოვიდ პანდემია არსად არ გამქრალა.

დღეს რესპუბლიკელებს ტრამპზე ძლიერი ლიდერი არ ჰყავს.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

თეგები: დონალდ ტრამპისაპრეზიდენტო არჩევნები აშშ-შიჯო ბაიდენი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
839
მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

დეკემბერი 7, 2021
811

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია