აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენმა 3 განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯი საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაა.
ბაიდენის სხვა განკარგულებები მიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასა და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ეხება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა მიგრანტების შვილებთან დაშორებას ითვალისწინებდა.











